ისრაელმა ღაზაში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა

26 ოქტომბერი 2023, 10:00 462 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა წუხელ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით „მიზანში ამოღებული რეიდი“ განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის არმიაში აცხადებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილია.

"ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განახორციელა მიზანში ამოღებული რეიდი ტანკების გამოყენებით ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, როგორც ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილი“, - აცხადებენ არმიაში.

მანამდე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედროები ჯერ კიდევ ემზადებიან სახმელეთო შეჭრისთვის, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში