ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ჩემპიონატი

31 ოქტომბერი 2023, 20:02 658 ნახვა

ხელვაჩაურის სპორტსკოლაში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში. ჩემპიონატში 2010-2011 წელს დაბადებული  ვაჟთა  ექვსი ჯგუფი მონაწილეობდა. გამარჯვებულები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

ხელვაჩაურის სპორტსკოლა  კაპრალ მინდია აბაშიძის სახელობის ტურნირს ყოველწლიურად მასპინძლობს.

კაპრალი მინდია აბაშიძე 2011 წელს ავღანეთში მშვიდობიანი მისიის დროს, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში