ტანგოს საღამო ბათუმში

09 ნოემბერი 2023, 14:04 624 ნახვა

არგენტინული ტანგოს ლეგენდარული შემსრულებელი მარკოს აიალა ბათუმში კონცერტს გამართავს. 11 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრის სცენაზე იგი პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად ახალი პროგრამით წარსდგება.

დასი კონცერტამდე რეპეტიციებს გადის. მარკოს აიალა არის ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე ტანგოს მოცეკვავეა, რომელსაც "სცენის ოსტატს" უწოდებენ. მისმა პროგრამამ უდიდესი წარმატება მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ დარბაზებში.

“ტანგო, სადაც ამბავი იწყება” - ამ სახელწოდებით მარკოს აიალას შოუ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 19 საათზე დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში