ომი ისრაელსა და ჰამასს შორის

10 ნოემბერი 2023, 11:15 405 ნახვა

10 ათასს გადააჭარბა ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა. პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, კი ღაზაში საომარ მოქმედებებს ორგანიზაციის 99 თანამშრომელი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, 150 თავშესაფარში 700 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სააგენტოში მარაგების, მათ შორის საწვავის დეფიციტზე საუბრობენ.

გარდა ამისა, ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით ღაზის სექტორის ჟურნალისტებმა  ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ.

სააგენტოების წარმომადგენლები კი აღნიშნულ განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ ასეთი ბრალდებები საფრთხეს უქმნის თავისუფალ ჟურნალისტებს. ომში ირიბად ერთვება სირიაც, იმის მიუხედავად, რომ მხარე ოფიციალურად ომში ჩართვის შესახებ არ იუწყება.

ისრაელის ქალაქ ეილათში უპილოტო საფრენი აპარატებით სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც ისრაელმა კონტრშეტევით უპასუხა და სირიაზე დარტყმები განახორციელა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ღაზაში არსებულ ვითარებას ეხმიანება, იმის მიუხედავად, რომ ახლა ანკლავი სრულ ალყაშია, პრემიერის თქმით, ისრაელი სექტორის დაპყრობას, ოკუპაციას ან მართვას არ ცდილობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში