ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ

11 ნოემბერი 2023, 12:08 475 ნახვა

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.

საქმესთან დაკავშირებით მიმიდნარეობს გამოძიება. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში