ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

13 ნოემბერი 2023, 14:22 356 ნახვა

ხმელთაშუა ზღვაში წვრთნების დროს ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მის ბორტზე მყოფი 5 სამხედრო დაიღუპა. 

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ კატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციები და მიმდინარეობს გამოძიება მის მიზეზებზე.

„ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ამერიკელებმა ხმელთაშუა ზღვაში დამატებითი ხომალდები გააგზავნეს. იქ ამჟამად ავიამზიდები ,,ფორდი’’  და ,,ეიზენჰაუერი’’ იმყოფება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში