მეწყრული პროცესები ქედაში 

22 ნოემბერი 2023, 14:08 623 ნახვა

მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში შვიდ სხვდასხვა ადგილას. მიწის მასამ და მოგლეჯილმა ხეებმა რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. 

შეიზღუდა ზვარე-ზედა ზვარეს, მეძიბნა-გარეტყის, ცხემნა-ორცვის, ქედა-ზედა აქუცის, ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეებისა და კოკოტაური-ნაქერალის მიმართულებები.

აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს, უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ცალმხრივად მოძრაობა უკვე ყველა მიმართულებით დასაშვებია. გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში