მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ 

25 ნოემბერი 2023, 11:08 639 ნახვა

ბათუმის კულტურის ცენტრში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ დაიდგა. პროექტი სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალის „მოგზაურობა ოპერის სამყაროში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და ვილნიუსის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

ასევე მონაწილეობდნენ მუსიკალური ცენტრის სოლისტები.

პროექტი ქალაქ ბათუმის მერიის, ასევე განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში