შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები „პირველი ავტოგრაფის’’ ფარგლებში

25 ნოემბერი 2023, 10:50 594 ნახვა

სასკოლო თეატრალური დასების რიგით მე-3 ფესტივალის ‘’პირველი ავტოგრაფის’’ მონაწილე ახალგაზრდებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო. 

2 დღის განმავლობაში მონაწილეები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროკავშირისა და ნატოს შექმნის, ფუნქციონირების და სამოქმედო პრინციპების საკითხებზე ინფორმაციებს მოისმენენ.

ღონისძიების მიზანია რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ. 

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და ფესტივალის ‘’პირველი ავტოგრაფი’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით იმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში