პერუში 19 ტონა კონფისცირებული ნარკოტიკი დაწვეს

28 ნოემბერი 2023, 13:18 237 ნახვა

პერუს ხელისუფლებამ უკვე მეოთხედ, ამჯერად კი 19 ტონაზე მეტი არალეგალური გზით მოპოვებული ნარკოტიკი გაანადგურა.   

კოკაინისა და მარიხუანას გარდა სამართალდამცველებმა სხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებებიც დაწვეს.  

პერუს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიქტორ ტორესმა თქვა, რომ 2023 წელს ხელისუფლებამ გაანადგურა 771 ნარკოლაბორატორია, 65 ფარული დასაფრენი ბილიკი და 115 კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც  ნარკოტრეფიკინგით იყო დაკავებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში