ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა

01 დეკემბერი 2023, 10:13 388 ნახვა

ისრაელის არმია „ჰამასს“ დროებითი ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ისრაელის თავდაცვა ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრემიერის განცხადებით „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებას არ დათანხმდა.

ბიბისის ცნობით, შეთანხმების მიუხედავად დღეს დილით ჰამასი რაკეტებით დაესხა თავს ისრაელს. ამასთან ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

უცხოური მედია ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელი, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ ჰამასმა ქალები და ბავშვები გაათავისუფლოს, სანამ მოლაპარაკებები მძევლების სხვა ჯგუფებზე გადავა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში