უკრაინა ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში უნდა იყოს ინტეგრირებული - ურსულა ფონ დერ ლაიენი 

01 დეკემბერი 2023, 14:30 363 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სტრატეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ეს კი კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების შესახებ კონსულტაციებში უკრაინის ჩართვა, იდეის განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში