აშშ-ში პროპალესტინელმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა

02 დეკემბერი 2023, 11:50 403 ნახვა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ისრაელის საკონსულოს წინ დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. გავრცელებული ცნობით ის პროპალესტინელია.

პოლიციის განცხადებით მან ბენზინი გადაისხა და მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. შემთხვევის შედეგად დაშავდა დაცვის თანამშრომელიც, რომელმაც აქციის მონაწილეს დახმარება აღმოუჩინა.

ისრაელის საკონსულოში ფაქტს ტრაგიკული უწოდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში