2 ადამიანი დაიღუპა ხან იუნისში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად

04 დეკემბერი 2023, 14:21 338 ნახვა

ღაზის სამხრეთში მდებარე ხან იუნისში  ისრაელის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.  იერიშის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლი.    

ღაზის სამხრეთ დასახლებებში სკოლები და საავადმყოფოები მშვიდობიანი მოსახლეობის დროებით თავშესაფრებად არის გადაქცეული. დღეს  დილით ისრაელის თავდაცვის ძალებმა  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა  ახალი  განცხადება.   

ისრაელი ამბობს, რომ განსაზღვრავს "უსაფრთხო ტერიტორიებს" ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მათთვის ზიანი, მაგრამ გაეროს ოფიციალური პირები და ღაზაში მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ რთულია  ამ ბრძანებების შესრულება  რეალურ დროში, გათიშული  ინტერნეტისა და  ელექტროენერგიის პირობებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში