მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის კვლევა

06 დეკემბერი 2023, 11:37 459 ნახვა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის პისა 2022 წლის მონაცემებით, საქართველო წაკითხულის გააზრების კუთხით 81 ქვეყანას შორის არის 67-ე ადგილზე. ამავე კვლევით საქართველოში 15 წლის მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და კითხვაში 8 და 6 ქულით შემცირდა, საბუნებისმეტყველო საგნებში კი 1 ქულით გაიზარდა. ამავე კვლევის მიხედვით, კერძო სკოლის მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აღწევენ შეფასების სამივე სფეროში, ვიდრე საჯაროს. მათემატიკაში მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქის სკოლების მოსწავლეებში დაფიქსირდა. საქართველოში პისა 2022ის კვლევამ აჩვენა, რომ გოგონებს უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პანდემიური ფონის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებელი. სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრობლემა კომპლექსურია და მის მოსაგვარებლად სისტემური ცვლილებებია საჭირო. პისას კვლევაში 90 ქვეყანა მონაწილეობდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში