ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან ონლაინბრიფინგი გააუქმა

06 დეკემბერი 2023, 11:39 326 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სენატორებისთვის დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი ბოლო მომენტში გააუქმა. მედიის ინფორმაციით, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგის გადადების მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აღარ აპირებს ბრიფინგზე დასწრებას ბოლო მომენტში წარმოშობილი საკითხის გამო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დამარცხების დიდი რისკი არსებობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში