პერუს ყოფილი პრეზიდენტი ციხეს დღეს დატოვებს

06 დეკემბერი 2023, 15:58 377 ნახვა

პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი გაათავისუფლა, რომელიც 25-წლიან სასჯელს ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის იხდიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებაში 1990-იან წლებში იყო, პრეზიდენტის შეწყალება 2017 წელს მიიღო, თუმცა პერუს უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. 85 წლის ფუჯიმორი, 2009 წელს გაასამართლეს 1991 და 1992 წლებში 25 ადამიანის ხოცვა-ჟლეტის ბრძანების გამო, როდესაც მისი მთავრობა პარტიზანული მოძრაობა "კაშკაშა გზის" წინააღმდეგ იბრძოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში