„სუხიშვილების“ კონცერტი ფესტივალზე -,,ევროპალია-საქართველო“

17 დეკემბერი 2023, 19:53 560 ნახვა

ბრიუსელში, ფესტივალზე ,,ევროპალია-საქართველო“, ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაემთხვა. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურმა დასმა საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. ევროპელმა მაყურებელმა 75-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის შემოქმედება იხილა. „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში