გაერო-ს რეზოლუცია

23 დეკემბერი 2023, 11:42 335 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დაუყოვნებლივი დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს. გაეროს მოწოდების მიხედვით, აუცილებელია ჰუმანიტარული პაუზის გაფართოება. საბჭოს 15 წევრიდან რეზოლუციას მხარი 13-მდა დაუჭირა. შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავა, მაშინ როდესაც წინა რეზოლუციის პროექტებს ვეტო დაადო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არც რუსეთს, მას შემდეგ რაც აშშ-მა რუსეთის შესწორებას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ ვეტო დაადო. ისრაელის ელჩმა მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დახმარებაზე ფოკუსირება არასაჭიროა და მოწყვეტილია რეალობისგან. გილად ერდანის თქმით გაეროს ყურადღება მძევლების ჰუმანიტარულ კრიზისზე უნდა გაემახვილებინა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში