ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტების სერია დასრულდა

08 იანვარი 2024, 12:04 473 ნახვა

ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტების სერია დასრულდა. 7 იანვარს მაყურებლის წინაშე სამი ჯგუფი წარსდგა _ ბათუმური ბენდი “მაიკერუ“, სალიო და მწვანე ოთახი. საკონცერტო პროგრამა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ევროპის მოედანზე, იქ სადაც ნაძვის ხე და საშობაო ბაზრობაა, კონცერტები 25 დეკემბრიდან იმართებოდა. ორი კვირის განმავლობაში არაერთი შემსრულებელი და ჯგუფი წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში