1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე ვრცელდება - ბათუმის წყალი

26 იანვარი 2024, 14:39 703 ნახვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ ობიექტებზე - ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებულ ტარიფზე, რის შედეგადაც წყლის ახალი ტარიფი უმნიშვნელოდ - 0.00826 (ლარი/მ3)_ით შეიცვალა. უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც 2.62 (ლარი/მ3)-ს შეადგენს.

ასევე განმარტავენ, რომ არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 00.10 ლარით, კერძოდ: წყალი - 3.34058, წყალარინება - 2.52874, სულ - 5.86932 (ლარი/მ3)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში