დარტყმების მორიგი სერია „ჰუსიტების“ წინააღმდეგ

04 თებერვალი 2024, 10:16 309 ნახვა

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს.

„ბიბისის“ ცნობით, დარტყმები განხორციელდა იემენში 13 ადგილას 36 სამიზნეზე. მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მესამე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

პენტაგონის ცნობით, დაბომბილია იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები, გამშვები სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. ასევე განადგურებულია სანაპიროზე მდებარე დრონების მართვის ცენტრი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში