ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხდარის მორგში არ არის - ნავალნის პრესმდივანი

17 თებერვალი 2024, 20:01 322 ნახვა

ალექსეი ნავალნის მოკავშირეებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს და ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ცხედარი სალეხდარშია, თუმცა ოპოზიციონერის პრესმდივნის განცხადებით ის იქ არ არის. მაშინ როდესაც სალეხდარის მორგში ნავალნის ადვოკატი და დედა მივიდნენ, ადგილი დაკეტილი დახვდათ.

კირა იარმიშის თქმით, მორგში ალექსეი ნავალნის ცხედარი არ არის და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია თუ სად გადაასვენეს გამომძიებლებმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში