შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი

18 თებერვალი 2024, 08:03 287 ნახვა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ამის შესახებ კამალა ჰარისმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია მხარდაჭერის გაგრძელება.

დაამატა, რომ თუ პუტინის მსგავს აგრესორს მიეცემა უფლება დაუსჯელად დაიპყროს მიწა, მაშინ ისინი ამის გაკეთებას განაგრძობენ.

კამალა ჰარისმა ასევე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტზეც ისაუბრა და მწუხარება გამოხატა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში