ჩვენ გვაქვს ბევრი სტრატეგია, მაგრამ ძალიან ცოტა მოქმედება - ჯოზეფ ბორელი 

18 თებერვალი 2024, 20:03 287 ნახვა

ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ საომარ სიტუაციაში ვართ - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში უმაღლეს პოლიტიკურ და საშუალო დონეზე მყოფები პირები ვერ ხვდებიან, რომ ისეთ სიტუაციაში არიან, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

„ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპარლამენტის არჩევნებს და ვერ დავიწყებთ მეტ დეტალებში ჩაღრმავებას. ეს პოლიტიკის სხვა განზომილებაა. ამ სიტუაციაში ხალხი უფრო მეტად სწრაფი, მოქნილი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ბევრი სტრატეგია, მაგრამ ძალიან ცოტა მოქმედება“, – განაცხადა ბორელმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში