რეგისტრაცია ექსტერნატის გამოცდებისთვის

04 მარტი 2024, 11:08 875 ნახვა

დღესვე დაიწყო ექსტერნატის გამოცდებისთვის რეგისტრაცია. I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველებმა 13 მარტამდე უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია რესუსრცენტრებში.  

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

გამოცდები 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით სკოლებში ჩატარდება,  მე-12 კლასის ხუთ საგანში კი ცენტრალიზებულად.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში