გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

05 მარტი 2024, 12:37 265 ნახვა

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. მიქაუტაძემ „ნანტთან“ გასვლით შეხვედრაში 58-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო ორ წუთში მისი გადაცემით მარცხენა მცველმა, მეტიუ უდოლმა „მეცის“ უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა და ნახევარი სეზონი ნიდერლანდებში გაატარა, ამ მაჩვენებლით მაინც „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში