გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

06 მარტი 2024, 10:19 470 ნახვა

გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს,  რომელიც   6-7  აპრილს საერთაშორისო  სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. მასში 21 წლამდე სპორტსმენები   იასპარეზებენ.

სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა.

შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ხოლო  2024 წელს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში