ე.წ. ვეტინგის სისტემა

19 მარტი 2024, 14:46 319 ნახვა

ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განუცხადა.როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგის სისტემა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან., პრემიერმა აღნიშნა რომ ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არამარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადად, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპთან, სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპთან.ვენეციის კომისიის მიდგომით თანახმად, ასეთი რამ შესაძლოა განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის, მოლდოვის საქმე იყო მაგალითად ამის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები, ამას აქვს მყარი საფუძველიც. მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში.საქართველოში კი ამ მხრივ კრიზისული სიტუაცია არ არის და ბევრად უკეთესი მდგომარეობაა

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში