10 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის გრანდ სლემზე ბათუმელი ძიუდოისტი იასპარეზებს

20 მარტი 2024, 10:10 808 ნახვა

თბილისი 22-24 მარტს ძიუდოში გარნდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 43 სპორტსმენით - 28 კაცით და 15 ქალით იასპარეზებს.

საქართველოს მამაკაცთა გუნდი შვიდივე წონით კატეგორიაში ოთხ-ოთხ ძიუდოისტს გამოიყვანს. მათ შორისაა აჭარის წარმომადგენელი თომა გელაშვილი. თბილისის ტურნირზე პირველად აჭარიდან ზუსტად 10 წლის წინ ვახტანგ ზოიძემ იასპარეზა, წლევანდელ გრანდ სლემზე კი მისი მოსწავლე თომა გელაშვილი შეეცდება მედლის მოგებას.

აქვე გეტყვით, რომ გელაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის ახალგაზრდებში ევროპის თასის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში