საჰაერო თავდასხმა და აფეთქებების ხმა კიევში

25 მარტი 2024, 14:04 276 ნახვა

კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.  კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტის ნამტვრევები კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოვარდა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 16 წლის გოგო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში