ევროპის ჩემპიონატის ყველა, 24 მონაწილე ცნობილია

27 მარტი 2024, 10:23 355 ნახვა

ევრო 2024-ის პლეი ოფი დასრულებულია .ევროპის ჩემპიონატის ყველა, 24 მონაწილე ცნობილია. გუშინ საქართველოსთან ერთად კონტინენტის პირველობის საგზური უკრაინამ და პოლონეთმა მოიპოვეს.

საბოლოოდ ტურნირის ჯგუფები ასე ჩამოყალიბდა:

A ჯგუფი:

  • გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია;

B ჯგუფი:

  • ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი;

C ჯგუფი:

  • სლოვენია, დანია, სერბეთი, ინგლისი;

D ჯგუფი:

  • პოლონეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი;

E ჯგუფი:

  • ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, უკრაინა;

F ჯგუფი:

  • თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი.

ევროპის ჩემპიონატი წელს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში