პაკისტანში ჩინელი ინჟინრების ავტოკოლონა ააფეთქეს

27 მარტი 2024, 08:50 327 ნახვა

თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომობილით შეეჯახა  ჩინელი ინჟინრების კოლონას, რომლებიც   კაშხლის პროექტზე მუშაობდნენ.  ტერაქტის შედეგად  ექვსი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი  პოლიციის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე თავდასხმაა   ჩინეთის ინტერესებზე სამხრეთ აზიის ქვეყანაში.

პირველი ორი თავდასხმის სამიზნე  პაკისტანის საზღვაო საჰაერო ბაზა და სტრატეგიული პორტი იყო, რომელსაც ჩინეთი იყენებს ბელუჯისტანის  პროვინციაში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.  ჩინელი ინჟინრები  ისლამაბადიდან  კაშხლის მშენებლობის ადგილისკენ მიემართებოდნენ. 

ჩინეთი პაკისტანში 65 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, რომელიც  ჩინეთის ინიციატივის ფარგლებში - ერთი სარტყელი-ერთი გზა მიმდინარეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში