ზელენსკით იმედგაცრუებული ვარ - ტრამპი

08 დეკემბერი 2025, 10:58 145 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი „სამშვიდობო გეგმას“ დასთანხმდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს ის არც კი წაუკითხავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „ცოტა იმედგაცრუებულია“.  

„უნდა ვთქვა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. მის ხალხს მოსწონს. მაგრამ მას არა'' - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში