საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინაში 

28 მარტი 2024, 15:01 342 ნახვა

საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია არგენტინასა და საქართველოს შორის უკვე არსებული მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებით. ამ მიზნით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი  არგენტინელ კოლეგას შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა დიანა მონდინოსთან აუდიენციის  დროს,   ხაზი გაუსვა არგენტინასთან,  როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ მოთამაშესთან ურთიერთობების  შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.  საგარეო უწყების ცნობით,  ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონულ და საერთაშორისო როლზეც. 

შეხვედრის ფარგლებშივე, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ისტორიული ნიმუშების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წელს, არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, იპოლიტო ირიგოენის მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა  არგენტინის ეროვნული გმირის, გენერალ სან-მარტინის მონუმენტი   მისი მემორიალი გვირგვინით შეამკო.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში