მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის მუზეუმი ყარსში

31 მარტი 2024, 10:15 471 ნახვა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ყველის მუზეუმი ყარსში - მუზეუმი 1732 წელს  აგებულ  სამხედრო დანიშნულების შენობაშია განთავსებული. შენობა 1 200 კვ.მ-ია და მას სხვადსხვა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. იყო სამხედრო ჰოსპიტალიც, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მას იყენებდნენ, როგორც მაცივარს.

ყარსის წყლის გაყინვის დროს ჭრიდნენ ყინულებს და ათავსებდნენ სწორედ ამ შენობაში. ყინულებით  მენაყინეები სარგებლობდნენ.

ბოლო რამდენიმე წელია შენობა უკვე მუზეუმია, სადაც  210 სახეობის ყველია, მათგან 30 ყარსში მზადდება. ერთ-ერთი ცნობილი სახეობა “ქაშარი და გრავიერია”. გრავიერი 90 კგ-ს იწონის და მის დასამზადებლად 25 ლიტრი რძეა საჭირო. რა გზას გადის ყველი რძის მოპოვებიდან დამზადებამდე სწორედ ამ მუზეუმში იხილავთ.

აქვე ნახავთ მცენარეებს, რომლითაც ყარსის მსხვილფეხა საქონელი იკვებება. მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და თავს ბუნებრივ გარემოში გაგრძნობინებთ.

ყარსის ყველის მუზეუმი ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში