მარტში ყველაზე მეტად, 19.4 პროცენტით ზეთი გაიაფდა, ხილი კი 25.7 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

03 აპრილი 2024, 11:23 274 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ იქონია გავლენა.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -19.4 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -15.3 პროცენტით გაიაფდა, პური და პურპროდუქტები კი – -8.9 პროცენტით. რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასებმა -3.9 პროცენტით დაიკლო.

ამასთან, ფასები 25.7 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე; ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 2.8 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 5.1 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.0 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 2.1 პროცენტით, ხოლო თევზეულზე ფასებმა 1.3 პროცენტით მოიმატა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში