კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ოპოზიციის ალტერნატიული ინიციატივა

08 აპრილი 2024, 14:50 270 ნახვა

ამ წუთებში იწყება ბიუროს სხდომა პარლამენტში, რომელზეც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს.

პარლამენტთან პარალელურად აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები  გამჭვირვალობის შესახებ კანონის პარლამენტში შებრუნებას ეწინააღმდეგებიან. კანონპროექტი ოპოზიციის მხრიდან კვლავ რუსულად არის მოხსენიებული, ზუსტად ისე როგორც გასული წლის მარტში.

ირწმუნებიან, რომ ცვლილებები ევროინტეგრაციას შეაფერხებს, ამიტომ დღევანდელ ბიუროს სხდომას ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტიც წარედგინება.

ქართული ოცნება კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების მიზეზებზე ვრცლად საუბრობს, მაგალითად ევროპული და ამერიკული პრაქტიკა მოჰყავთ, სადაც მათივე შეფასებით, ანალოგიური, თუმცა გაცილებით ხისტი კანონმდებლობა მოქმედებს. ოპოზიციას კი შინაარსობრივი მსჯელობისკენ მოუწოდებენ, აცხადებენ, რომ კანონის რუსულად მოხსენიება მათი პიარსტრატეგიაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში