„ლევილის“ მამულში მიმდინარე სამუშაოები

13 აპრილი 2024, 11:26 222 ნახვა

ლევილის ქართველთა მამულში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია  გრძელდება.  დასკვნით ეტაპზეა სხვენისა და ფასადის სამუშაოები, ასევე, დასრულებულია შატოს სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები - აცხადებენ კულტურისა და სპორტის სამინისტროში. პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი გაეცნო.

მამული მზად არის, წელსაც უმასპინძლოს ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს და არსებობის ისტორიაში პირველად - ქართველ ხელოვანთა რეზიდენციას.

2 მაისიდან კი  რეაბილიტირებულ მამულში განთავსებულ სტუდიებში  რამდენიმე კვირა იცხოვრებენ  თბილისის სამხატვრო აკადემიის მოქანდაკე სტუდენტები  4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული პარკისთვის საკუთარი შთაგონებით შექმნიან სხვადასხვა ინსტალაციასა თუ ქანდაკებას, რომლებიც ამავე პარკში დარჩება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში