ლიდერების ნულოვანი ფრე

13 აპრილი 2024, 08:44 417 ნახვა

ეროვნული ლიგის მერვე ტური გორში ლიდერების შეხვედრით დასრულდა, სადაც „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა. შეხვედრის მე-20 წუთზე გუნდები 10-10 მოთამაშით დარჩნენ. მსაჯმა შეკამათებისთვის მასპინძლებიდან მცველი ვახტანგ ბოჭორიშვილი, სტუმრებიდან კი თავდამსხმელი, ლევან კუტალია გააძევა.

ლიდერების ფრემ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში განლაგება შეცვალა – რვა ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 19 ქულით „იბერიას“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით თბილისელები პირველ ადგილზე არიან, „დილა“ (17) კი მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა თბილისის დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის ასევე ფრედ - 0:0 დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში