დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 

16 აპრილი 2024, 10:03 223 ნახვა

დღეს პარლამენტი "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით უყრის კენჭს. სესია საკანონმდებლო ორგანოში 12 საათზეა ჩანიშნული.

კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა 17 მაისს არის დაგეგმილი. 

განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდება. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან გეგმავენ შეკრებას.

გუშინ, აქციის მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ. ვითარება აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ სულ 14 პირი დააკავა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში