ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

16 აპრილი 2024, 19:39 220 ნახვა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირებაა მოხდა.

სამართალდამცველები ცდლობენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველები ცდილობენ, დაატოვებინონ ჭიჭინაძის ქუჩა, სადაც ახლა იმყოფებიან.

„ესენი უკვე ხელებს იქნევენ, ხულიგნობაზე არიან გადასულები. ამას არ შევარჩენთ. დღევანდელი ღამე სხვანაირად დამთავრდება, ამის პირობას ვაძლევ ქართულ მოსახლეობას“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, სოფო ჯაფარიძე და სხვები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში