პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა, პოლიტიკური გამოსვლები ხვალ განახლდება

16 აპრილი 2024, 21:19 236 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკურ დებატებს პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში