საქართველოს ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში დაუბრუნდა

21 აპრილი 2024, 11:15 228 ნახვა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში გადმოეცა.

ნიმუშები, შესწავლის მიზნით, ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაითესება, ხოლო მათი იდენტიფიკაციის შემდეგ, მასალა წარმოშობის ადგილას არსებულ ფერმერულ მეურნეობებს დაუბრუნდება.

აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში