სააღდგომო ლიტურგია ბათუმში

05 მაისი 2024, 12:04 270 ნახვა

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ეკლესია-მონასტრებში საღვთო რიტურგია წირვა-ლოცვით აღინიშნა.

საღვთო რიტურგია წმინდა სამების სახელობის ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ეზიარა.

მეუფემ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობის მნიშვნელობაზე იქადაგა.

საზეიმო რიტურგიაზე მთავრობის თავმჯდომარე და კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში