ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა

21 აპრილი 2024, 12:36 243 ნახვა

ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სამ რაიონში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტზე იერიში მიიტანეს. - ამის შესახებ, ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმის სამიზნე ტაირ ჰარფაში, ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთ ობიექტზე, „ჰეზბოლას“ წევრი იყო.

ისრაელმა დარტყმები განხორციელა, ასევე, „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო პუნქტზე ოდაისეში და ხიამში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში