გასაუბრება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან

24 აპრილი 2024, 11:51 220 ნახვა

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა. ადმინისტრაციაში 28 კანდიდატის განაცხადი იყო წარდგენილი, საიდანაც შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინეს. კომისიაში აცხადებენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ და პრეზიდენტს სიას მსჯელობის შემდეგ მიაწოდებენ. გასაუბრების შედეგებს კომისია პრეზიდენტს 1 მაისამდე წარუდგენს. სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში