ხმაური და დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

26 აპრილი 2024, 15:00 467 ნახვა

ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. სხდომის დაწყებამდე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღის წესრიგის გარეშე სიტყვა ითხოვეს, მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით "არა რუსულ კანონს".

ფაქტს "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მათ ოპოზიციის წევრებს წარწერები ჩამოართვეს და დარბაზიდან გააძევეს.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ ენმ-ეს წევრს ლაშა კომახიძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა. უმრავლესობის წევრი გიორგი გოგიტიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი არ არსებობს, ესაა ქართული ინტერესების გამტარებელი კანონპროექტი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა, ოპოზიციის ქმედებას კამერების საჩვენებლად დადგმული შოუ უწოდა. საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე გაგრძელდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში