საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი ქუთაისის „აიამ“ მოიგო

29 აპრილი 2024, 08:52 213 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის - დიდი 10-ის ფინალში ქუთაისის „აიამ“ თბილისის „ლელო“ 19:3 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

ქუთაისელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. შეხვედრის პირველი ლელო გიორგი ქიმუცაძემ გაიტანა), ტაიმის მიწურულს ბაბუნაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა დაარტყა ზუსტად, რასაც „ლელომ“ ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით უპასუხა და პირველი ნახევარი „აიამ“ 11:3 მოიგო. მეორე ტაიმში „ლელო“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ მათ შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია.

ქუთაისელთაგან კი ამირან შვანგირაძემ მეორე ლელო დადო, გიორგი ბაბუნაშვილმა კი ზუსტად დაარტყა არეკნი და საბოლოოდ „ლელომ 19:3 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ „აიას“ ცხრა ნომერი ნოდარ დოლიძე დასახელდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში