აქციებზე დაკავებული აქტივისტები გათავისუფლდნენ

05 მაისი 2024, 14:19 283 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აქტივისტები გათავისუფლდნენ. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დაკავებულები სასამართლო პროცესების გარეშე გამოუშვეს. ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ და ახლა სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან.

ადვოკატები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებზე პროცესები გაიმართება, ისინი პროკურატურას ერთობლივი წერილით მიმართავენ, რომ ყველა ნაცემი აქტივისტის საქმეები შეისწავლოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში